- Advertisement -

კერძო კომპანიამ თბილისი ენერჯის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა.
ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს.

კომპანია „თბილისი ენერჯის ” ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია „ თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms) ინდივიდუალურად მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

Comments
Loading...