- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის წყლის სისტემის საპროექტო სამუშაოები დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ახალუბნის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია.

საპროექტო დოკუმენტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტს USAID Zrda პროექტმა გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოსცა.

თავის მხრივ, ხაშურის მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებს განახორციელოს აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით.

საპროექტო დოკუმენტაციის გადმოცემის დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს USAID Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელით კი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოაწერეს.

ახალუბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი თავად ალის თემმა შეარჩია პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტის განხორციელების შედეგად რეაბილიტირებული წყლის სისტემით 30 ოჯახი ისარგებლებს.

Comments
Loading...