- Advertisement -

ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, დიალიზის ცენტრის მისასვლელი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ბანკომატებისა და სხვა სერვისის მიმწოდებელი პუნქტების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია ჩატარდა ხაშურის აგრარულ ბაზარშიც.
ქალაქის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ა(ა)იპ “ხაშურსერვისმა” უზრუნველყო.

Comments
Loading...