- Advertisement -

კონსტანტინე კაკავა: სუსმა წითლიძის ბრალდება უსაფუძვლოდ ჩათვალა – პრინციპში სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის საჩივარზე, რომელიც ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ იყო, გამოძიება არ დაიწყო. ამ ფაქტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გამოეხმაურა. ის ნაციონალურ მოძრაობის წევრებს ურჩევს ფეიკნიუსების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„გავეცანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას და პრინციპში სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები, დღეს ვინც ავრცელებს ფეიკ ნიუსებს და ცდილობენ ფეიკ ნიუსებით გავიდნენ ფონს, სწორედ ძალადობით, ცილისწამებით, ცრუ ბრალდებებით ცდილობდნენ და მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. ადამიანები და პარტია, რომელიც დაკავებული იყო წლების განმავლობაში კორუფციასა და სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ განკარგვაში იგივეს აბრალებენ სხვებს, თუმცა ფაქტების გარეშე! ეს მათი მხრიდან მორიგი ერთდღიანი ფეიკნიუსი იყო.

დღეს სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი და საბედნიეროდ ამ ადამიანებს დღეს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება რა არის ფეიკი და რა არის სიმართლე.

სიმართლე დღეს არის ზუგდიდის მერის მხარეზე. ნაციონალური მოძრაობის მცდელობები, რომ ზუგდიდის მერს რაღაცნაირად მიაყენონ ჩრდილი, ნეგატივში გადაიტანონ ის პოზიტივი რაც არის დღეს ზუგდიდში მერისა და ზოგადად მერიის მიმართ – რა თქმა უნდა განწირულია და ჩვენი საზოგადოება ამას არ დაიჯერებს. მე ვფიქრობ, რომ ყველას ჰქონდა ის მოლოდინი, რაც დღეს ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ეს ადამიანები, ვერ გადაეჩვივნენ სიცრუეს, ბრალდებას და ამ ადამიანებს არ შეუძლიათ სამართლიანად იასპარეზონ თუნდაც პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ 2020 წლის არჩევნებში ვნახავთ, რომ საზოგადოება აი ამ ბრალდებებისთვის, აი ამ სიცრუისთვის კიდევ ერთხელ გააწნის სილას ამ ხალხს“ – აღნიშნა თემის კომენტირების დროს ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე გიორგი შენგელიას კორუფციაში ადანაშაულებდა. საჩივრით ანა წითლიძემ პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. “სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო.

Comments
Loading...