ლაილაშის და თაბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა რეგიონები დამატების თარიღი 15 სექტემბერი, 2020 14 ისტორიულ სოფელ ლაილაშს,სადაც სამი ერის წარმომადგენლები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ,სადაც მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიები,ებრაული სინაგოგა დღემდეა შემორჩენილი,ისტორეული ბულვარითა და სახელგანთმული ოქრონიშით,აგრეთვე,ულამაზეს თაბორს,რომელიც ფერისცვალების დიდებული სალოცავითაა ცნობილი, და დაუვიწყარი ადგილებით და ბუნებით– საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდება. სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მოეწყობა ცემენტო-ბეტონის საავტომობილო გზა,წყალამრიდი მილებით,გაბიონებით,საყრდენი კედლით და სხვა საჭირო მოწყობილობით. შემსყიდველი გახლავთ მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის საწყისი ღირებულებაა 5 509 175 ლარი ტენდერის შედეგები 1 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი. პროექტი გარდამავალია და 12 თვეში უნდა დასრულდეს. ,,გზების რეაბილიტაციის პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტში გრძელდება და ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს”-განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ. ცაგერი