- Advertisement -

MCA-ს წარმომადგენლი: განათლების სისტემაში ინოვაციური მოდულების დანერგვა წარმატებით მმდინარეობს

ლონა სტოლი: საქართველოში განათლების სისტემაში ინოვაციური მოდულების დანერგვა წარმატებით მმდინარეობს

ფოთში, აშშ-დან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.ისინი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ მეთევზეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მეთევზეობის ინდუსტრიაში ინოვაციური მეთოდების დანერგვას ისახავს მიზნად.

უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ თევზის გადამამუშავებელი სახელოსნოსა და ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ) ვიცე-ეზიდენტმა, ლონა სტოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კოლეჯი „ფაზისი“ შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაცია.

„ძალიან საინტერესო სასწავლო დაწესებულებაა კოლეჯი „ფაზისი“, რომელიც არის შესანიშნავი მაგალითი მისა, თუ როგორ ხდება საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაცია, ახალ სტანდარტებზე გადასვლა, ახალ პროგრამებისა და ინოვაციური მოდულების დანერგვა და მე იმედი მაქვს, ჩვენ ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ საქართველოში არა მხოლოდ განათლების ტრანსფორმაციის კუთხით, არამედ ახალი პროფესიების და ინოვაციების დანერგვით, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ეკონომიკური სექტორის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ლონა სტოლმა.

Comments
Loading...