- Advertisement -

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის დეზინფექცია ხორციელდება

ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.

მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.
პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.
სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები.

Comments
Loading...