- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი: ღამის საათებში მიმდინარეობს ჩვენს აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიშა ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონის პირველ პირს მოუწოდებს წინასაარჩევნო გარემო ვანდალური ქმედებების გარეშე წარმართოს. მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ორთაბათუმში, გზაზე გუშინ ღამით საარჩევნო ბანერი ,,ქართული ოცნების” აქტივმა თორნიკე რიჟვაძის დავალებით დააზიანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

„მინდა მივმართო თორნიკე რიჟვაძეს , მამით ზონდერს-თქვენ გაქვთ ჯგუფები და ტქვენი ჯგუფების ჩადენილია ეს. აქვე ახლოს, საპატრულო პოლიციის სათვალთვალო კამერები აკონტროლებს ტერიტორიას. გამოიძიეთ და პასუხი აგებინეთ, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული. ასევე, ღამის საათებში მიმდინარეობს ჩვენს აქტივზე და ამომრჩევლებზე ზეწოლები, კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ამ ფაქტებს, უახლოეს პერიოდში ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროვებთ“,-აცხადებს მიშა ბოლქვაძე.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

Comments
Loading...