ხაშურში შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა

ხაშურში შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა

ხაშურში, ქალაქის ცენტრალურ პარკში შშმ ბავშვებისათვის განკუთვნილი ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა,- ამის შესახებ ინფრომაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის და საზოგადოების წარმომადგენლები.

ატრაქციონების დამონტაჟება ქალთა ასოციაციის ხაშურის ფილიალის ინიციატივით, ორბელიანის ფონდის მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა.

ორბელიანის ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს და მის ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ა(ა)იპ „სავანეს“ და შპს „ფოლადს“ პროექტის განხორციელებაში გაწეული თანადგომისთვის.

აღსანიშნავია, რომ შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები დღემდე არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც არ არსებობდა და ეს რეგიონული მასშტაბით პირველი პრეცენდენტია.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

27 ივნისი, 2018

ხაშურში წყლის ინფრასტრუქტურის განვითრების მხარდასაჭერად გარკვეული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული საკითხის განხილვა იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელთან ჟან-ბატისტ...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი