iMtavroba

iBusiness

სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

 სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
22 / 02 / 2017 12:26

სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის გავლა აქამდე ამორტიზებულ შენობაში, არასაკმარისი ფართის პირობებში უწევდათ,- ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, ახალი ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად გახსნა.

სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი.

"შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. დღეს საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებს“, - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღი არის რიგით მე-5, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა.

მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღები აშენდა ჭანიეთის, წვერმაღალის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი