iMtavroba

iBusiness

ყვარელში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

ყვარელში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა
02 / 03 / 2017 13:10

ყვარელში ახალი საბავშო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი,- ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"საბავშვო ბაღში მოეწყო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და გასართობი ატრაქციონები.

მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 364 715 ლარი დაფინანსდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი შენობა ყვარლის მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, აქამდე საბავშვო ბაღი "გვირილა" კერძო პირის საკუთრებაში არსებულ, უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა და ვერ აგმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც საბავშო ბაღის ახალი შენობა განთავსდა 250 კვ. მეტრია და ის ყვარელში მცხოვრებმა თამარ ნაზრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა.

შენობა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნეს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი