iMtavroba

iBusiness

შიდა ქართლის გუბერნატორი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა

შიდა ქართლის გუბერნატორი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა
27 / 03 / 2017 11:40

შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცოცხნარაში, ცხრამუხაში, ტეზერსა და ქვიშხეთში იმყოფებოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გუბერნატორი სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, პრობლემები მაინც არსებობს და ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

იგეგმება ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გაზიფიცირება. მიმდინარეობს პროექტირება და ქვიშხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს, უახლოეს მომავალში ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

დელეგაცია სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმსაც ეწვია. მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. სახლ-მუზეუმის ინფრასტრუქტურა ევროპული სტანდარტებით მოეწყობა, რაც ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

გუბერნატორმა და გამგებელმა სოფელ ქემფერთან იმ საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წლის 6 მარტს თოვლის დნობის გამო ადიდებულმა მდინარე ტილიანამ დააზიანა. შესაბამისი სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად, მაშინვე მოხერხდა საფეხმავლო ხიდის მოწყობა, ამჯერად კი, კაპიტალური ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში ხიდი, რომელიც ცოცხნარის ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელს: ქემფერს, ცედანს და წაბლოვანას ცენტრთან აკავშირებს, საბოლოო სახეს მიიღებს.

მოსახლეობასთან შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება, გუბერნატორმა თანადგომა აღუთქვა ადგილობრივ ხელისუფლებას და აღინიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემა დაიძლევა.

 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი