iMtavroba

iBusiness

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში იმერეთში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში იმერეთში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
20 / 04 / 2017 16:06

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, გოგიტა ავალიანის ბაღი მოინახულეს.

გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 6 300 ლარი ნერგების შეძენისთვის, ხოლო 3 919.2 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

„დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 164 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 730 039 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 267 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 15 923 234 მილიონ ლარს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი