ზურაბ ალავიძე სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებულ ზარლს ადგილზე გაეცნო

ზურაბ ალავიძე სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებულ ზარლს ადგილზე გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სტიქიამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა დააზიანა, განადგურდა ხეხილი და ნარგავები.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაში ადიდებულმა მდინარემ 150 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ხიდი წაიღო, დაზიანდა შიდა გზები. სენაკში ადიდებულმა მდინარე ტეხურამ ნაპირსამაგრი ნაგებობები დააზიანა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 იანვრიდან უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 იანვრიდან უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა

04 მაისი, 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ მაისამდე უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა - ამის შესახებ "აიპრესს" გარემოსდაცვითი ზედამედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი