iMtavroba

iBusiness

ბორჯომში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
19 / 06 / 2017 10:00

ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტი, რომლისთვისაც 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯება ბორჯომში მესხეთის, ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ჯამში გზის საფარი 2 კილომეტზე მეტ მონაკვეთზე მოეწყობა.

მესხეთისა და ნიკოლაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის გზის დაგება, ხოლო ვაშლოვანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდა რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში მოეწყობა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პარალელურად 12 ქუჩისა და საფეხმავლო ბილიკების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება დაბა ბაკურიანში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხდება ასევე ორმოულების შეკეთება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი