iMtavroba

iBusiness

ინგა შამილიშვილი, მაგდა მაღრაძე და სონია შარიგიანი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვივნენ

ინგა შამილიშვილი, მაგდა მაღრაძე და სონია შარიგიანი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვივნენ
19 / 06 / 2017 16:52

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორის მოვალეობის შესმრულებელი სონია შარიგიანი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვივნენ.

სტუმრებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია“ (G-Waves) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გააცნო.

პროექტი,რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთვზე მეზღვაური, ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწეკრანის ოპეარტოი და შემდუღებელი.

დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემია საერთაშორისო პარტნიორთან, Pearson-თან ერთად შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს სასწავლო პროგრამას.

აკადემია აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებითა და სიმულატორებით, პირველ მიღებაზე ჯამში 160 სტუდენტის მომზადებაა დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაფინანსებულია პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი