iMtavroba

iBusiness

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას უახლოეს მომავალში სასმელი წყალი ექნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას უახლოეს მომავალში სასმელი წყალი ექნება
10 / 07 / 2017 10:35

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტის გაჭიანურების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება,- ამის შესახებ ინფომრაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

„სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტი გაჭიანურდა, თუმცა უახლოეს დღეებში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც გამიჯნა დასრულებული და დასამთავრებელი სამუშაოები, ტენდერი გამოცხადდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გარკვეული პერიოდით შეაჩერასამუშაოები.

ეს იყო კომპანიის ბრალეულება და არა ჩვენი უწყების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროექტი დასრულდება უახლოეს პერიოდში. წლის ბოლომდე და უფრო ადრე, მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი.

წყლის მიწოდება დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ველოდებით მრიცხველების დამონტაჟებას, რადგან ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სოფელში სასმელი წყლის სისტემა კომუნისტების პერიოდშიც კი არ არსებობდა, ჩვენ დავიწყეთ და დავამთავრებთ ამ დიდ და მნიშვნელოვან პოექტს.

პარალელურად განახლებულია ატენის სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც, რომელიც ძალიან მასშტაბური პროექტია და 2 წელზე იყო გათვლილი. ეს არის ის თამამი პროექტები, საუკუნის პროექტები, რომელის გაფიქრებასაც კი ვერავინ გაბედავდა იმდენად დიდი იყო თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ შევძელით დაგვეწყო და პროექტები მიგვეყანა დასასრულამდე.

3 წლის წინ სოფლის ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირი იყო და დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთებით გაუმჯობესდა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება.“ - აღნიშნა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი