iMtavroba

iBusiness

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
13 / 07 / 2017 13:12

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებთან ერთად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანი ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები ქალაქ მარნეულის და რამდენიმე მიმდებარე სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენები და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება წყალარინების სატუმბი სადგურები.

ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურის ბოლო ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება.
მისი დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება და მოდერნიზებული, თანამედროვე წყალარინების სისტემა ექნება.


 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი