ხარაგაულის მუნიციპალიტეტ ში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ ში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. დღეიდან ბუნებრივი აირით სოფელ ისლარის მაცხოვრებლები ისარგებლებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კიკნაველიძეების ოჯახში გაზი სიმბოლურად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ და "სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციის დირექტორმა დავით ჯაიანმა აანთეს.

სოფელ ისლარში გაზსადენის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სულ 60 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამჯერად ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები სოფელ ჯაფაროულსა და ბაზალეთში მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

ხარაგაულის სოფელ გრიგალათში გზის დაგება მიმდინარეობს

ხარაგაულის სოფელ გრიგალათში გზის დაგება მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018

სოფელი გრიგალათი ხარაგაულიდან 48 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ზემო იმერეთის საზღვარზე, ხევის ადმინისტრაციული ერთეულის ეს ულამაზესი სოფელი ზ.დ. 600 მეტრზე, მდინარე რიკოთულას ორივე მხარესაა დასახლებული.  გრიგალათში, მოასფალტებული გზა არასდროს...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი