ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა

ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა

დღეს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა. 

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორის, პროფესორის ისმეთ-დინდარ მიქელაძის, ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ნინო ქაჯაიას და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოსახლეობას მედიცინის სხვადასხვა სფეროში უფასო კონსულტაციები გაეწია. გარდა კონსულტაციებისა, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ექოსკოპიური კვლევები უახლესი აპარატურით ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძეც ჩაერთო და მოსახლეობასთან ერთად ექოსკოპიური კვლევა თავადაც ჩაიტარა.

როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომაც, ქალაქის მერია აქტიურად აგრძელებს აღნიშნული ტიპის აქციების ორგანიზებას და სოციალური მიმართულებით მოქალაქეებზე ზრუნვას. 

წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზებას უფასო სამედიცინო აქციას უწევს და პრიორიტეტს ყოველთვის კვალიფიციურ კლინიკებსა და მაღალპროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ანიჭებს. 

დეპუტატები ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურნენ

დეპუტატები ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურნენ

11 ივლისი, 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ განცხადებას სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ. განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ასფალტ-ბეტონის ქარხანის ფუნქციონირებას...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი