გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარსა და ფხოველში ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარსა და ფხოველში ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მეცნიერთა ჯგუფმა გვიანი ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით სამასი მეტრით არის დაშორებული.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სამი წელია მიმდინარეობს გათხრები, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ასეულობით არტეფაქტს მივაკვლიეთ, რომლებიც გვიანი ქვის ხანის პერიოდს მიეკუთნება. გათხრებს ამჟამადაც ვაწარმოებთ და ვიმედოვნებ კიდევ არაერთ საინტერესო არტეფაქტს მივაკვლევთ" - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა.

ზიარსა და ფხოველში მიმდინარე არქეოლოგირ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 000 ლარით აფინანსებს.

აღმოჩენილი არტეფაქტების ხილვა დამთვარიელებლებს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ვეჯინის მუზეუმში შეეძლებათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

13 ივლისი, 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. "ნუშებისა" და "ტეტელოშვილების" უბნებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ფეხით გავლაც კი უჭირთ.  “გზაზე "ტაჩკითაც" კი ვერ...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი