iMtavroba

iBusiness

ცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს

ცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს
09 / 10 / 2017 15:26

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი, ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლის“ პროექტია. ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს მოემსახურება და კონსულტაციებს გაუწევს.

220 მ2 შენობა 2 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, საკონსულტაციო ცენტრს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადასცა.

კრიზისული ცენტრის მშენებლობის პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ცაიშის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი ერთადერთი იქნება, რომელიც რეგიონში იფუნქციონირებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი