iMtavroba

iBusiness

ხაშურის ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა

ხაშურის ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა
10 / 10 / 2017 15:16

ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ხაშურის მეექვსე და ქვიშხეთის საბავშვო ბაღები საძინებლისთვის განკუთვნილი ტექსტილით და საბავშვო თეთრეულით აღჭურვა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ბაღებში ავეჯის და ელექტრო ტექნიკის შეტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს, 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით განხორციელდა ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, #6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

# 6 საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და ავარიული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში, თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებდა. ამჯერად კი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საბავშვო ბაღში, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა-განათლებისთვის საჭირო, ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული.
ასევე, თანადაფინანსებით განხორციელდა სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ქვიშხეთში, რომელიც მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, 20 წელზე მეტია, რაც საბავშვო ბაღი არ ყოფილა და ბოლო წლებში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა, ამიტომ ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებული საბავშვო ბაღი ქვიშხეთელი პატარებისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით ნოზაძის განცხადებით, ქვიშხეთის და ხაშურის მეექვსე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სააღმზრდელო დაწესებულებებით სარგებლობას ოქტომბრის ბოლოსთვის შეძლებენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი