ბათუმში ბავშვთა რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა სტარტი აიღო

ბათუმში ბავშვთა რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა სტარტი აიღო

ბათუმი „არენა“ რაგბის სტადიონზე სტარტი აიღო ცნობილი მორაგბის ამიან ალანიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა “შვიდკაცა” რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა.ტურნირი 2002-2003 წწ დაბადებულთა შორის მიმდინარეობს და მასში ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის,ჩოხატაურის, ჩაქვისა და ქედის 9 გუნდი ღებულობს მონაწილეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ტურნირი 2016 წელს აჭარის რაგბის განვითარების საქველმოქმედო ფონდი "დელფინების" პრეზიდენტის ზვიად უნგიაძის ინიციატივით დაარსდა და ტრადიციული ხასიათი შეიძინა.

ტურნირის გახსნას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების განმარტებით სამომავლოდ ტურნირი საერთაშორისო ხასიათს მიიღებს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა(ვიდეო)

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა(ვიდეო)

13 ივლისი, 2018

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი