iMtavroba

iBusiness

საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
11 / 10 / 2017 12:27

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა,- ამის შესახებ ინფრომაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

აქ მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რომელიც რეგიონებში პროექტების მონიტორინგს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სისტემატურად ეცნობა.

გასულ წელს საფარის მონასტერთან მისასვლელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამჯერად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონასტრის მიმდებარედ შენდება სუვენირების მაღაზია და შესასვლელი კარიბჭე, ასევე მოხდება მონასტერთან მისასვლელი გზის ქვაფენილებით მოწყობა.

ნოემბრიდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი