iMtavroba

iBusiness

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სამეგრელოში მორიგი კვლევა ჩაატარა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სამეგრელოში მორიგი კვლევა ჩაატარა
11 / 10 / 2017 12:51

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა ზუგდიდისა და სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია;
ზუგდიდის მერობის ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთია ქალი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების პირველ ნომრებს შორისაც ქალი მხოლოდ ერთია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 9 კანდიდატიდან, 6 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელია (ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი); ხოლო, ქართული ოცნებიდან წარდგენილი მერობის სამი კანდიდატი - ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა ქაჯაია (ხობი) და გოჩა კურდღელია (ფოთი) წინა წლებში იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ან/და საკრებულოს თანამდებობის პირები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;

ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა კურდღელია (ფოთი) და ლევან მაკალათია (აბაშა) არიან ბიზნესკომპანიების მეწილეები ან/და ხელმძღვანელები, წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია კი ბიზნესწილებს წარსულში ფლობდა;

წილები ცალკეულ კომპანიებში ასევე ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა;

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ფოთში, გოჩა კურდღელია ერთადერთია, რომელსაც შემოწირულობები ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის აქვს გაკეთებული - მან თანხა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” შესწირა;

ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი