iMtavroba

iBusiness

ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება

ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება
11 / 10 / 2017 13:14

ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება. ინფორმაცია ,,აიპრესს,, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა დაუდასტურა.

გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი მართალია დასრულებულია, თუმცა მუზეუმის გახსნა 7 ნოებრისთვის , სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

"ამ ეტაპზე იმ შენობის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს. ექსპოზიციებს განთავსებას დრო სჭირდება. ვფიქრობ, სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე მუზეუმის გახსნა ერეკლეობისთვის ვერ მოესწრება და კომპლესის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება. რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს. უკვე დასრულებულია ერეკლე მეორის სასახლის რეკონსტრუაცია. მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ფილებიც. "- განაცხადა ურჩუხიშვილმა.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონამდე ლარია რეგიონული განვითარების სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი