iMtavroba

iBusiness

ლიბიაში დაკავებული 3 ქართველი მეზღვაურის ოჯახის წერვები ბათუმში აქციას მართავენ

ლიბიაში დაკავებული 3 ქართველი მეზღვაურის ოჯახის წერვები ბათუმში აქციას მართავენ
11 / 10 / 2017 14:20

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავებული ეკიპაჟის წევრების ნათესავები ბათუმში აქციას მართავენ. ახლობლების განმარტებით თვენახევარია ქართველი მეზღვაურები სახლემწიფოსგან შველას უშედეგოდ ელოდებიან. ისინი ლიბიის ციხეში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის ბრალდებით საპატიმროში იმყოფებიან.

გენადი კომახიძის, ნუკრი ხოხბასა და რომან კაკალაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია და ქართული მხარე საკითხის მოგვარებაში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს.

"ჩემი სიძე, ნუკრი ხოხბა ამბობს, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში თურქი მეზღვაურები საპატირმოს დატოვებენ. ჩვენ კი ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა, სადაც განგვიცხადეს, რომ თურქეთის საკონსულოსთან ერთად, საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ. თუ თურქებთან ერთად თანამშრომლობენ, ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საპატიმროში თურქეთის კონსულმა რატომ არ მოინახულა? ქართულ მხარეს ამ შეკითხვით მივმართეთ და გვიპასუხეს, რომ ახლა გავგზავნით ამ მოთხოვნასო. რეალურად რა ხდება და რა ღონისძიებებს ახორციელებენ ლიბიაში ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად, არ ვიცით“, - განაცხადა ნელი ქართველიშვილმა.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი