iMtavroba

iBusiness

ბათუმში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ერთობლივი შეხვედრა დასრულდა

ბათუმში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ერთობლივი შეხვედრა დასრულდა
11 / 10 / 2017 16:00

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ერთობლივი შეხვედრა დასრულდა ბათუმში.

მინისტერიალის თავმჯდომარე ელეფტერიოს ანგელოპოლუსი დადებითად აფასებს ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს გზას ევროინტეგრაციისკენ.

"დღევანდელი გამოწვევევბი, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს ცივილიზებულ სამყაროთვის გვავალდებულებს თითოეულ ნატო-ს წევრს და პარტნიორ ქვეყანას, ვიყოთ მტკიცე მხარდამჭერნი ერთმანეთის და გვქონდეს ერთიანობა იმ სტარტეგიულ ამოცანებთან, რომელიც ჩვენი ქვყენების დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

ამიტომ ამ მიზნებისთვის აუციელებლია თითოეული საერთაშორისო ფორმატის გამოყენება. განსაკუთრებით ფორმატი, რომელიც (SEDM) ფარგლებში არსებობს გვაძლევს ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნების თანაშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელის ტერიტორიის 20-% არის ოკუპირებული. მის მიმართ მხარდაჭერის, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის სუვერენტეტის მხარადაჭერის შესაძლებლობას და მტკიცე ნების გამოვლენას, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც უკავშირდება ევროპულ ოჯახში ჩვენ ქვეყნის ინტეგრაციას, რომელიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდება, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ამ ფორმატში გვაქვს კონკრეტული ინიციატივების ფარგლებში ჩვენი თანამონაწილეობის ხარისხის გაზრდის სურვილი. დღეს გაცხადდა, რომ ოქტომბრის ბოლოს გორში სამხედრო ჰოსპიტლებს შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, ასევე საქართველომ დააფისირა სურვილი, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა „ლიდერ ქალთა“ როლის შესახებ უსაფრთხოებისა და თავადაცვის სფეროში, ეს არის კონკრტული ინიციატივები, სადაც საქართველო უფრო აქტიური იქნება. ბუნებრივია ყველა ჩვენი აქტიურობა დაკავშირებულია როგორც გლობალურად ევროპაში უსაფრთხოების უზრუველყოფის თემასთან, ისე განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებასთან, ეს არის ნატო-ს ერთერთი სტრატეგიული ამოცანა, ისე ამ კონკრეტულ შემთხვევაში (SEDM)“ ამოცანა, რომ მთლიანად, როგორც ევროპაში ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში ქვეყნებმა მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ გაზარდონ სამხედრო ნაწილში თავსებადობა, ერთმანეთის მიმართა სტანდართების დამკვიდრების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღესვე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის, იტალიისა და საბერძნეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება რუმინეთისა და სლოვენიის ქვეყნებთან.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი