ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია სახურავი და წვიმის დროს საცხოვრებელ სახლებში წყალი ჩადის. 

276 ნომერში მცხოვრები ნორა კორძაძის თქმით, რამდენჯერმე მიმართა მერიას დახმარებისთვის, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ სახურავისთვის საჭირო მასალას თანადაფინანსებით მიცემენ.

" თანადაფინანსების საშუალება არ მაქვს, ექვსი სული ვცხოვრობთ და თავი ძლივს გაგვაქვს, მერიას ვთხოვ დამეხმარონ, წყალი ჩამოდის და ჭერი დაზიანდა, საცხოვრებლად უვარგისი გახდა"- განაცხადა ნორა კორძაძემ.

მოსახლეობის პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია შეუერთდა. გოგი წულაიას განცხადებით, მერიამ თავი უნდა დაანებოს რესტორნებსა და მივლინებებში ბიუჯეტის ხარჯვას და ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ რომ გადასახური მასალა მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება, მაგრამ იმისთვის რომ ნამდვილად კორპუსი გადაიხუროს და არ მოხდეს გასხვისება ამ მასალის, აუცილებელია ამხანაგობას ანგარიშზე ქონდეს გარკვეული თანხა, რომელსაც ამხანაგობებს კორპუსის გადახურვისთანავე დაუბრუნებენ.

"ქართული პარლამენტარიზმი კუბოშია" - გოგი წულაიამ პარლამენტთან კუბო დადგა

"ქართული პარლამენტარიზმი კუბოშია" - გოგი წულაიამ პარლამენტთან კუბო დადგა

14 ივლისი, 2018

წულაიას განცხადებით აქცია-პერფომანსი ახალი მთავრობის დამტკიცების დღეს მიუძღვნა. წულაია პარლამენტთან ასევე გვირგვინით და მუსიკოსების თანხლებით მივიდა. "კუბოში არის ქართული პარლამენტარიზმი ჩასვენებული. მკვდარი პარლამენტი ნორმალურ...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი