iMtavroba

iBusiness

კურდღელია: ფოთი, ახლო მომავალში, შავი ზღვის რეგიონალური სამრეწველო ცენტრი უნდა გახდეს.

კურდღელია: ფოთი, ახლო მომავალში, შავი ზღვის რეგიონალური სამრეწველო ცენტრი უნდა გახდეს.
12 / 10 / 2017 18:33

ბიზნესში 20 წლიანი გამოცდილების შემდეგ, გოჩა კურელიამ ფოთის მერად კენჭისყრა გადაწყვიტა მმართველი პარტიიდან.

« ჩემი პოლიტიკაში მოსვლის იდეა ჩემს მეგობრებს ეკუთვნის.

დღეს ფოთზე შეყვარებული ადამიანების ,ფოთელების,და არა მარტო ფოთელების ძლიერი და მრავალრიცხოვანი  გუნდი ნაყოფიერად მუშაობს ქალაქის კეთილდღეობისათვის. ხორციელდება მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი მეგობრების მსგავსად,მეც მთელი ცხოვრება ჩემი  ქალაქისათვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი კერძო სექტორში.ვფიქრობ მიღებული გამოცდილებით შევძლებ პარტია ქართული ოცნების გუნდის  გაძლიერებას.“ - აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში გოჩა კურდღელია.

_ ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმები?

 _ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს  ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსური გეგმა.

ამასთანავე, აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენი თანაქალაქელების  მიერ მოწოდებულ წინადადებებზე.

გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ საინტერესო წამოწყებაზეც,რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ქალაქის სინამდვილეში.მაქსიმალურად გამოვიყენებთ სამეცნიერო-ტექნოლოგიულ მიღწევებს.სამსჯავროზე  გამოვიტანთ ქალაქის განვითარების  პროგრამულ  მიმართულებებს.ყოველივე ზემოთ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ჩვენი ქალაქით დავაინტერესოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი.

  20 წელია უკვე ბიზნესში ხართ. როგორც ამბობენ, ყველა ხელისუფლება ცდილობს, გარკვეულწილად ზეწოლა მოახდინოს ბიზნესზე და თავისი ინტერესები გაატაროს. მუდმივად პრობლემები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და საყვედურები ისმის „ქართული ოცნების“ მისამართითაც. თქვენ სტაჟიანი ბიზნესმენი ხართ და ზეწოლს ახდენდა ხელისუფლება თქვენზე?

_ 2010  წელს,ფოთის ნავსადგურის მაშინდელმა მმართველმა არაბულმა კომპანიამ ,ნაციონალური მოძრაობის პარტიის  დავალებით  მე და ჩემს პარტნიორებს წინასწარ დაგეგმილად და არასამართლიანად  ჩამოგვართვეს ბიზნესი. გაგვიკოტრეს კომპანიები,ხელოვნურად შეგვიქმნეს დავალიანებები.მათ დასაფარად კი კომპანიების  ქონება მინიმალურ ფასებში აუქციონზე გაიყიდა
.ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში შესაძლებელი გახდა  აღმდგარიყო სამართლიანობა-თბილისის საქალაქო სასამართლომ არაბული კომპანიის მიმართ გამამტყუნეელი განაჩენი გამოიტანა. ჩემს შემთხვევაში ასე იყო, სხვაზე ვერ ვისაიბრებ. 

_ მოგეხსენებათ ფოთში ბევრია სოციალურად დაუცველი ოჯახი, გამარჯვების შემთხვევაში რას ჰპირდებით  მათ?

_ ჩვენს ქალაქში სხვადასხვა სოციალური პროექტი ხორციელდება: მოსახლეობის სტაციონარული მომსახურების პროგრამა,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება,მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა,გინეკოლოგიური დაავადებათა გამოკვლევათა და პროფილაქტიკის პროგრამა,აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა,სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამა და ა.შ. ვპირდები ჩვენს მოსახლეობას,რომ ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი მანას,სანამ მკვეთრად არ შემცირდება უმუშევრობა ქალაქში,ორიენტირებული იქნება სოციალურ პრობლემებზე.ჩვენ  არასდროს არ მოვაკლებთ ყურადღებას ხანდაზმულ ადამიანებს,ვეტერანებს,მრავალშვილიან ოჯახებს,იმ პირებს ვისაც მკურნალობაზე დახმარება სჭირდება. არ მოვაკლებთ თანაგრძნობას ჩვენს პატივცემულ   დევნილებს,არ მოვაკლებთ მზრუნველობას პატარებს. ყველა შენობა რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობა ააშენებს და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი,ადაპტირებული იქნება გადაადგილებისას ეტლით მოსარგებლე პირებისათვის.

_ ფოთის მოსახლეობა წლობით ელოდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებას,რომელთა მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან, ვალდებულებების შეუსრულებლობით ფერხდება.თქვენ როგორ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

_ შევიმუშავებთ ისეთ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ , სახელმწიფო ობიექტების მოვლა-პატრონობაზე პასუხიმგებელი  პირები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს.ხოლო ქალაქში მოქმედი კერძო კომპანიების მომსახურების ხარისხის ზრდას უზრუნველვყოფთ, ბიზნესის განვითარებისთვის თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით.

_ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში წინასაარჩევნო დაპირებები მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩება, რითი დაუმტკიცებთ ფოთელებს?

ამ დღეებში,წინასაარჩევნო აქტივობისას, ერთ-ერთი  ფოთელი შემპირდა, მერად გახდომის შემთხვევაში გამაცნოს  ფოთის ინფრასტრული განვითარების საკუთარი წინადადება ,რომელიც დასათაურებული აქვს საკმაოდ საინტერესო სახელწოდებით - "ნიკოლაძე არ შემცდარა..."

მეც მჯერა, რომ ნიკოლაძე ნამდვილად არ შემცდარა,და რომ ფოთი დღესაც ინარჩუნებს ისტორიულ,ეროვნულ-სახელმწიფოებრივ  მისიას. ფოთი არის საქართველოს საზღვაო კარიბჭე და ქვეყნის მთავარი საზღვაო-სამეურნეო ცენტრი.

ქალაქის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ფოთი ახლო მომავალში შავი ზღვის რეგიონალური სამრეწველო ცენტრი უნდა გახდეს.


 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი