ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

  • ფოთი
  • 14 ნოემბერი, 2017
  • 15:58
  • ადმინისტრატორი

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება, ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს # 70 საოლქო საარჩევნო კომისიაში გააკეთეს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა გაწერელიას განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახლდარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში იწვევს.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას ფოთის საკრებულოს უხუცესი წევრი აკაკი დრჯანია გაუძღვება.

„საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და გახსნილად ჩაითვლება თუ კი მას საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი ესწრება. ძველ საკრებულოს კი პირველი სხდომის ჩატარებისთანავე უწყდება უფლებამოსილება“_ განაცხადა მარიკა გაწერელიამ.

ფოთის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „საქართველოს ლეოიბორისტულ პარტიას“ და 1 წევრი „შენების მოძრაობას“ეყოლება

21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა

21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა

22 საათის წინ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღედ გამოცხადდა. აღნიშნული თარიღი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დაარსების დღეს - 1921 წლის 21 ივნისს ემთხვევა. ამავე...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი