iMtavroba

iBusiness

მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
06 / 12 / 2017 19:40

მეხანძრეების, ქუთაისში გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა.

ხანძრის ლიკვიდირებას 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი