iMtavroba

iBusiness

თელავის მერია მზადაა ბიუჯეტში კორექტირება გუშინ მომხდარი სტიქიის გათვალისწინებით მოხდეს

თელავის მერია მზადაა ბიუჯეტში კორექტირება გუშინ მომხდარი სტიქიის გათვალისწინებით მოხდეს
11 / 01 / 2018 12:23

გასულ ღამეს თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.

"სტიქიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების (მრავალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლი, საჯარო დაწესებულება) სახურავები საერთო ფართით 4416 კვ.მ., (პირველადი დათვლებით). მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გატანა და დამტკიცება მოხდა არსებული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის როგორც საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან, ასევე მოსახლეობის ჩართულობით გაგრძელდეს ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა, რათა საბოლოო სახით მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება მოხდეს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით"- ნათქვამია განცხადებაში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი