მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა შიდა ქართლში მოსახლეობას ეხმარებიან

მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა შიდა ქართლში მოსახლეობას ეხმარებიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, შიდა ქართლიდან სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით იქნა მობილიზებული ჯგუფები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამდროისთვის დახმარება უკვე 50-მდე ოჯახს აღმოუჩინეს.

სამაშველო ოპერაციები შიდა ქართლში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

13 მარტი, 2018

სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების ჩართულობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ. პროექტის "თსუ დესპანი" ფარგლებში...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი