ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გარემოვაჭრები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გარემოვაჭრები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

ზუგდიდის პოლიციის განყოფილების შენობასთან გარემოვაჭეები არიან შეკრებილები და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი უკანონოდ დააკავეს.

მათ ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი კობა ხარებავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდათ. საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა აკრძალულია და ალტერნატიული ფართის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თუმცა, გარემოვაჭრები აცხადებენ, რომ მათთვის ეს პირობები მიუღებელია.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომ ეს კანონდარღვევა იყო. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მათ გარევაჭრობა არ შეწყვიტეს და პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა

4 წუთის წინ

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ქუჩის პიანინო ზუგდიდში „შენი იდეა მერს“ პროექტის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი