iMtavroba

iBusiness

"მოგვხედეთ და გვიშველეთ" - ხევლაჩაურში, "ოცნების ქალაქში" აქცია მიმდინარეობს

"მოგვხედეთ და გვიშველეთ" - ხევლაჩაურში, "ოცნების ქალაქში" აქცია მიმდინარეობს
10 / 02 / 2018 12:34

"მოგვხედეთ და გვიშველეთ" სლოგანით "ოცნების ქალაქში" მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. დასახლებაში მაცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები ითხოვენ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის მრავალსართულიანი სახლი აშენდეს, რომლის მშენებლობაზეც აქ მცხოვრები ადამიანები დასაქმდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით ეს არის გზავნილი რომ დროული რეაგირება მოახდინოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მარტიდან უფრო მაშტაბურ რადიკალურ აქციებს აანობსებენ.

"25-ე და 52-ე ბატალიონში მცხოვრები 2600 ოჯახია, 6 წელია ამ პირობებში ვცხოვრობთ, დროა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და შეგვიქმნას შესაბამისი საცხოვრებელი პირობები" - განუცხადა "აიპრესს" მარინა ბერიძემ.

სხვადასხვა მიზეზით საცხოვრებელის გარეშე აჭარაში ბინის მოლოდინში 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი