iMtavroba

iBusiness

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს
13 / 02 / 2018 14:23

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზვიად ბიაშვილის განცხადებით, არჩილ ხანდამაშვილმა მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. 

"13 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. მან პირველივე დღეს ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსს განცხადების დაწერა მოგვთხოვა, მათ შორის მეც, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა დამეწერა განცხადება. მან წინასაარჩევნოდ და შემდეგაც განაცხადა, რომ უნდოდა საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობა. მე კონკურსგავლილი საჯარო მოხელე ვარ და დანიშნული ვარ უვადოდ. ამის მიუხედავად, მერმა კანონი ფეხქვეშ გათელა და მაინც მომთხოვა, რომ დამეწერა განცხადება.

ჩემი უარის შემდეგ მან დაიწყო ჩემი დევნა და 11 იანვარს ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც უსაფუძვლობის გამო მიმდინარე წლის 1 თებერვალს შეწყვიტა.,,- აცხადებს "აიპრესთან" საუბრისას ბიაშვილი.

მისივე თქმით, გურჯაანის მერმა მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება კვლავ დაიწყო. ზვიად ბიაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 

"მე ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. იქ ყურადღება გავამახვილე მერის თვითნებობაზე და იმ არნახულ უკანონობაზე, რომელიც გურჯააანის მერიაში ხდება. ამის პასუხად მიმდინარე წლის 13 თებერვალს გურჯაანის მერმა ჩემს წინააღმდეგ ახალი დისციპლინური წარმოება დაიწყო. მას მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს ჩემი სამაახურიდან გაშვება. მან მე ვერანაირი დარღვევა ვერ მიპოვა და თითიდან გამოწოვილი მიზეზით მდევნის. ეს არის ჩვეულებრივი დევნა და მე ამ საკითხზე სასამართლოს მივმართავ", - განაცხადა ბიაშვილმა. 

ბიაშვილის ბრალდებას პასუხობს გურჯაანის მერი. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ის აუდიტის საქმიანობაში არ ერევა და შესაბამის დასკვნას ელოდება.

"მე აუდიტის საქმიანობაში არ ვერევი და არ ვიჭრები მის ფუნქციებში. დაიდება შესაბამისი დასკვნა ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი, საჯარო მოხელე სათანადოდ ვერ არსულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მინიმუმ საყვედური რომ არ გამოეცხადოს,ცოტა უხერხულია. პირადად ზვიად ბიაშვილის პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.თუ აღმოჩნდებიან მერიაში დასაქმებულ პირთა შორის ადამიანები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, მათაც გამოეცხადებათ საყვედური, რადგან ყველა ერთად უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას და ზრუნავდეს გურჯაანელებზე", - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას არჩილ ხანდამაშვილმა .
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი