ხულოს მერი და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ფანჯრის წმენდის გამო დაუპირისპირდნენ

ხულოს მერი და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ფანჯრის წმენდის გამო დაუპირისპირდნენ

ხულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადებებს ავრცელებს, ირაკლი ჯორბენაძე live-ებსაც რთავს, ხულოს მერი გოჩა მელაძე კი მათ განცხადებეს ზოგჯერ კომენტარით ზოგჯერ კი კვლავ live-თვე პასუხობს. 

მერსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის განხილვის საგანი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ფანჯრების გაწმენდის საკითხიც გახდა. ირაკლი ჯორბენაძემ, facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი სადაც ნათქვამია:
"წმენდა ხულოს მუნიციპალიტეტში!!!

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის ფანჯრების წმენდისათვის 1693 ლარი დახარჯა!!!
არადა მუნიციპალიტეტის მერიას ყავს ხელშეკრულებით აყვანილი დამხმარე თანამშრომლები, ფანჯრებსაც წმენდენ, კაბინეტებსაც ალაგებენ და მათზე დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებენ.

რასთან გვაქვს საქმე განსჯისათვის თქვენთვის მომინდია, თუმცა ერთს დავსძენ, აშკარაა უკვე, რომ კორუფციის სურნელი ტრიალებს მერიაში.

პ.ს. რაც შეეხება წმენდას, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემოდგომიდან გაწმენდს ამათ, ოღონდ უსასყიდლოდ, საკუთარი ძალებით“,- წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი ჯორბენაძე.

აღნიშნულ განცხადებას ხულოს მერის გოჩა მელაძის გამოხმაურება მოჰყვა. მერმა საპასუხოდ დაუწერა:

"ბატონო ირაკლი, სტატუსი წავიკითხე. როგორც ვხვდები, თქვენ მერიის შენობის ორივე მხარეს, 4 სართულის ფანჯრების გაწმენდას ჩვენს დამხმარეებს დაავალებდით.საბედნიეროდ ჩვენ არ ვფიქრობთ ამგვარად. ჩვენი დამხმარეები, ძალიან კარგები, რომ არიან ფაქტია მაგრამ, ამ ტიპის დავალებას რომ ვერ შეასრულებდნენ არ უნდა იყოს თქვენთვის ეგ გაურკვეველი. მაგრამ რახან ასეა მინდა იცოდეთ: 

1. ნაწილი ფანჯრებისა არ იხსნება, მთლიანი შუშაა და შიდა მხრიდან მიუდგომელია. 

2. 4 სართულიანი შენობის 4 სართულის ორივე მხარეს შუშების გაწმენდისთვის რა დრო დასჭირდებოდათ დამხმარეებს ეგ ცალკე საკითხია. 

3. ყველაზე მთავარი, უსაფთხოება ღმერთმა არ ქნას და იმ სიმაღლეზე,ფანჯრის გასაწმენდად გასულ დამხმარეს, რომ რამე მოსვლოდა...

გიფიქრიათ ამაზე?? ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერ ამაზე. იმედია ფანჯრები, რომ მოსაწესრიგებელი იყო ამას,სადაოდ არ გახდით და არც იმას, რომ ეს სამუშაოები დაქირავებული კომპანიის მიერ ნამდვილად შესრულდა. რაც შეეხება არჩევნებს მე კომენტარისგან თავს შევიკავებ და ოქტომბერში ჩვენი მშობლიური ხულოს საზოგადოება გასცემს პასუხს.“ წერს ხულოს მერი გოჩა მელაძე. 

ბუნებრივია აღნიშნულ კომენტარებს ორივე მხრიდან მოყვა გაგრძელება. 

შეგახსენებთ, მერისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს შორის მსგავსი ქმედება პირველი არ არის. 4 აირილს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ჯორბენაძის facebook live-ს, live-თვე უპასუხა, რის შესახებაც "აიპრესმა“ იმავე დღს დაწერა.

ხულოში, სოფელ ვაშოვანში დაჭრილი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ხულოში, სოფელ ვაშოვანში დაჭრილი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

13 აგვისტო, 2018

40 წამდე ქალბატონი გუშინ მეზობელმა ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა, დაშავებული ჯერ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ რეანომობილით ბათუმში გადაიყვანეს.  შსს-ს ინფორმაციით საქმეზე ერთი პირია დაკავებული.გამოძიება სისხლის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი