სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 იანვრიდან უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 იანვრიდან უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ მაისამდე უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა - ამის შესახებ "აიპრესს" გარემოსდაცვითი ზედამედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს იურისტმა, ქეთინო ალანიამ განუცხადა.

მისი თქმით 13 ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოში გადაიგზავნა.ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, მას საგამოძიებო ორგანო იძიებს.

აკრძალული საშუალებებით თევზჭერაზე სანქციები წელსაც პირველი მაისიდან ამოქმედდა, თუმცა ამჯერად სასჯელის ზომები გამკაცრებულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს. აკრძალურ საშუალებებში შედის,ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი,სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე და მოსასმელი ბადე, ასევე ასაფეთქებელი ან მომწამლელი ნივთიერებები. დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით მთელი წლის განმავლობაში, ოღონდ კალმახზე თევზაობა სასტიკად აკრძალულია “ , - განაცხადა ქეთინო ალანიამ.

მოსახლეობა დატბორვას პორტს უკავშირებს - სტიქია ანაკლიაში

მოსახლეობა დატბორვას პორტს უკავშირებს - სტიქია ანაკლიაში

12 აგვისტო, 2018

"ანაკლიის პორტმა გადაკეტა წყალსადენები" ამის შესახებ ანაკლიაში სტიქიის შედეგად დაზარაკებულები აცხადებენ და ამბობენ, რომ სანიაღვრე არხებმა მოსული უხვი ნალექის შედეგად მოსული წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც მათი სახლების პირველი...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი