შავი და აზოვის ზღვების ქვეყნების შეხვედრაზე საზღვაო საზღვრების დელიმიტაცია განიხილეს

შავი და აზოვის ზღვების ქვეყნების შეხვედრაზე საზღვაო საზღვრების დელიმიტაცია განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“-ს დელეგაციამ შავი და აზოვის ზღვების სამუშაო ჯგუფის (BASWG - 2018) შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების ურთიერთანამშრომლობასა და კოორდინაციასთან დაკავშირებული თემები, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებს შორის საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის საკითხები.

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ეგიდით ზემოაღნიშნული შეხვედრები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

აღსანიშნავია , რომ საქართველომ შავი და აზოვის ზღვის ქვეყნების მუშა ჯგუფის შეხვედრას (BASGW) 2015 წელს უმასპინძლა.

აჭარის განათლების სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა

აჭარის განათლების სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა

7 საათის წინ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საჯარო ლექციების ორგანიზება: თომას ჰილანდ ერიქსენი -...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი