კობალაურში ხიდის მშენებლობა დასრულდა

კობალაურში ხიდის მშენებლობა დასრულდა

სოფელ კობალაურში ლითონის კონსტრიუქციის საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახლადაშენებული ობიექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან მირზა ცეცხლაძესთან ერთად დაათვალიერეს.

ახალი ხიდის მშენებლობა XII საუკუნის თაღოვანი ხიდის გადარჩენის მიზნით დაიგეგმა. ალტერნატიული ხიდის არარსებობის გამო წლების მანძილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მაღალგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების გადასაადგილებლად გამოიყენებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ძეგლს. ამიერიდან თაღოვანი ხიდი მხოლოდ ტურისტული მიზნებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება გამოყენებული. პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ინფრასტრუქტრული პროექტის ფარგლებში 18 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიგანის ხიდი აშენდა. პროექტის განსახორციელებლად საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 241 500 ლარი დაიხარჯა.

ქობულეთლები განადგურებული თხილის მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ

ქობულეთლები განადგურებული თხილის მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ

8 საათის წინ

ქობულეთის მუნიციოალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა დღეს აჭარის მთავრობასთან შეიკრიბა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით თხილის მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, მავნებელი კი უხარისხო...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი