თუშეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზეა ჩამოწოლილი

თუშეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზეა ჩამოწოლილი

თუშეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზეა ჩამოწოლილი - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ახმეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა მიაწოდა. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის ნაშალისგან გაწმენდის სამუშაოები.

"საკმაოდ ფორსმაჟორული სიტუაციაა. გასულ წელთან შედარებით, წელს ამ ადგილას ორჯერ დიდი მეწყერია ჩამოწოლილი . საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და გარკვეული საპროექტო სამუშაოები ჩაატარეს. რაც შეეხება თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას, მან გზის გაწმენდის სამუშაოები პირნათლად, დათქმულ ვადებში შეასრულა, თუმცა ამხელა მასისგან ტერიტორიის გასუფთავება გაცილებით დიდ ხარჯებს მოითხოვს და შესაძლოა დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოებში რამდენიმე კომპანია ჩაერთოს.“- განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ვაჟა ნასყიდაშვილმა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ სავარაუდო დროს, როდისთვის მოხერხდება გზის გახსნა და თუშეთში ტურისტული სეზონის დაწყება.

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

17 ივნისი, 2018

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქის ზონაში ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. კახეთის საგზაო სამართველოში აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა ცენტრალი გზის ორი მონაკვეთი დააზიანა,რის გამოც აიკრძალა...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი