სიღნაღი აქციას "მოდი ღამე მუზეუმში" შეუერთდა

სიღნაღი აქციას "მოდი ღამე მუზეუმში" შეუერთდა

19 მაისს „მოდი ღამე მუზეუმში“ აქციის ფარგლებში, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებები ინტელექტუალური ვიქტორინით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა ანაგის, ნუკრიანის, ბოდბის და ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილე გუნდებს მუზეუმმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ვიქტორინის დასრულების შემდეგ, პოეზიის და ფოლკლორული საღამო მოეწყო.

19 მაისს სიღნაღის ეროვნული მუზეუმში შესვლა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო. 

„მოდი ღამე მუზეუმში“ აქციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად  მიმდინარეობს

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

23 ივლისი, 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ,გოგი გოგილაშვილის განცხადებით, დილიდან დაიწყეს ზარალის დათვლაც შესაბამისმა კომისიებმა. "კომისიის შემადგენლობაში შედიან იმ სოფლის რწმუნებულებიც, სადაც სტიქია იყო. ტექნიკა გასულია, ცენტრალურ გზაზე...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი