სტატისტიკის ეროვნული სამსახური: კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური: კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

2018 წლის პირველ კვარტალში კახეთს 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაშინ როდესაც ეს ციფრი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15 700-ს შეადგენდა.

თელავში ჩამოსულ ვიზიტორებს საინფორმაციო კონსულტაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უწევს.

"რა თქმა უნდა, ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა. მათ ძრითადად საინფორმაციო მომსახურებას ვუწევთ, სურვილის შემთხვევაში მარშრუტებს ერთობლივად ვგეგმავთ, ვეხმარებით სასტუმროსა და ტრანსპორტირებასთან დაკავშრებულ საკითხებშიც. ასევე თუ სჭირდებათ კვების ობიექტები და ღვინის მარნები, ამის შესახებაც ვაწვდით ინფორამაციას. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მოთხოვნაა და ხშირად ინტერესდებიან ახმეტაში, თუშეთის მხარითაც.“ - აღნიშნა თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილების უფროსმა, მანანა ინაშვილმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

17 ივნისი, 2018

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქის ზონაში ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. კახეთის საგზაო სამართველოში აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა ცენტრალი გზის ორი მონაკვეთი დააზიანა,რის გამოც აიკრძალა...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი