ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყიდება

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყიდება

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარია.

კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ და იპოტეკით დატვირთულ მიწის ნაკვეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის. ნაკვეთის აღწერილობაში მითითებულია, რომ მესაკუთრეს იპოტეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის მფლობელი 2013 წლიდან მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილი მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორია 2007 წელს შეიძინა.

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

12 საათის წინ

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის ეზოში, სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა - ამის შესახებ...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი