გურიის გუბერნატორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ისრაელის ელჩს შეხვდა

გურიის გუბერნატორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ისრაელის ელჩს შეხვდა

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

“განვიხილეთ გურიის რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და ისრაელის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრებაზე. ჩვენ, სექტემბრის თვეში, ისრაელის დელეგაციასთან ვგეგმავთ კიდევ ერთ შეხვედრას, სადაც გადაწყდება კონკრეტული ქალაქი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაუმეგობრდება. შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე“- განაცხადა გუბერნატორმა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დაბა ჩოხატაურში სასტუმრო „პაგიო“ გახსნეს, რომლის ინვესტიციაც 250 000 ლარს შეადგენს. სასტუმროში დასაქმებულია ადგილობრივები. 

მოგვიანებით სტუმრები ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრში გამართულ ჭიდაობის ტურნირს დაესწრნენ, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს - ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ

რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს - ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ

13 აგვისტო, 2018

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ - ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი