"ზაფხული იწყება აქ" - ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა (ფოტოები)

"ზაფხული იწყება აქ" - ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა (ფოტოები)

საზაფხულო ფესტივალს ზღვისპირა ქალაქი გემოვნებიანი მუსიკით, ფერადი ფოერვერკებითა და ცეცხლოვანი შოუებით ხვდება.

დილის 12 საათიდან, ანბანის კოშკთან ზღვის სანაპიროზე მისული სტუმრების განწყობაზე ქართველი/უცხოელი დიჯეები და ბენდები ზრუნავენ. საღამოს პროგრამას კი გახსნის გერმანული ქალთა დასი „Friedrichstadt Ballett”, რომლებიც სტუმრებს ბრაზილიური და ლათინო-ამერიკული ცეკვების ცეცხლოვან შოუს შესთავაზებენ.

მუსიკალური პროგრამა:

12:00-15:00 DJ Chiki
15:00-17:00 DJ Vako T
17:00-19:00 DJ Lasha Guruli
19:00-20:00 ბენდი Groove Phoenix
20:00-21:00 ბენდი Bedford Falls
21:00-22:30 საკარნავალო, ლათინო-ამერიკული და ბრაზილიური ცეკვების ცეცხლოვანი შოუ. გერმანული დასი „Friedrichstadt Ballett”.
22:30-01:30 The Drifter ( Moeve), გერმანია
01:30-03:30 DJ Gabunia

დღის განმავლობაში ფესტივალზე გაიმართება 20-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება. მათ შორის ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, დღისა და ღამის ფოიერვერკი, პლაჟის ფრენბურთი, შეჯიბრება ჭადრაკში, ბირპონგი და 10-მდე მხიარული შეჯიბრება ბავშვებისთვის. მათში მონაწილეობა და დასწრება უფასო იქნება.

გართობისა და ზღვაზე დასვენების მსურველებს საშუალება ექნებათ იქვე სანაპიროზე განთავსებულ 20-მდე ღია კაფე-ბარში სპეციალურ ფასად შეიძინონ სასმელები, ნაყინი, ხილი და შეუკვეთონ კერძები. ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ ფასებს შესთავაზებს საზღვაო ტრანსპორტიც. 3 ივნისს, იახტით გასეირნება ზრდასრულებისთვის 5 ლარი, 15 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასო იქნება. ფესტივალს 03:30-ზე დიჯეი Gabunia დაასრულებს. ზაფხულის ფესტივალს ბათუმში აჭარის ტურიზმის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მართავს.

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

7 საათის წინ

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი