სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი "ნაცმოძრაობის" წევრებს სასამართლოში უჩივის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი "ნაცმოძრაობის" წევრებს სასამართლოში უჩივის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავს მიერ გუბერნატორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.

აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით. 

ლევან შონია, სასამართლში შეტანილ განცხადებაში მურთაზ ზოდელავასგან და ანა წითლიძისგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების ურაყოფას ითხოვს.

გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში, მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთბული კომენტარები, ბრიფინგები და ინტერვიუები.

მოსახლეობა დატბორვას პორტს უკავშირებს - სტიქია ანაკლიაში

მოსახლეობა დატბორვას პორტს უკავშირებს - სტიქია ანაკლიაში

12 აგვისტო, 2018

"ანაკლიის პორტმა გადაკეტა წყალსადენები" ამის შესახებ ანაკლიაში სტიქიის შედეგად დაზარაკებულები აცხადებენ და ამბობენ, რომ სანიაღვრე არხებმა მოსული უხვი ნალექის შედეგად მოსული წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც მათი სახლების პირველი...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი