ყარაჯალაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა

ყარაჯალაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გვირგვინით შეამკო.

მემორიალის გახსნას, ოფიციალურ პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები, რომლებმაც სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაწეული სამუშაოსა და სოფიევასათვის სათანადო პატივის მიგებისათვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ მათთვის წინაპრის საქმიანობა საამაყოა.

სახელმწიფო მინისტრმა ფარი-ხანუმ სოფიევას პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ღირებულებები საქართველოში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დამკვიდრდა.

„ზუსტად 100 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში, როცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იქმნებოდა, ფარი-ხანუმ სოფიევა იყო პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც დემოკრატიული გზით აირჩიეს. იგი იყო ხმოსანი თბილისის მაზრაში და მის სახელს ძალიან ბევრი ინიციატივა უკავშირდება. ნამვილად საამაყოა, რომ ეს საქართველოში, ამ ადგილას ხდებოდა. 

„100 წლის წინ, როცა ბევრ ქვეყანაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ, მაშინდელ არჩეულ ორგანოებში, თბილისსა და რეგიონებში, წარმოდგენილნი იყვნენ ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის ქალები. პარტიების საარჩევნო სიებში 26 ქალი იყო. ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტრადიცია, რომელსაც ზურგს საუკუნეები და ჩვენი ქვეყნის ღირებულები უმაგრებს, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ჩვენს წინაპრებს ესმოდათ, რომ თანასწორობა გულისხმობს თანაბარი უფლებებით სარგებლობას მიუხედავად გენდერული ნიშნისა და ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა. ეს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია და ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიწიოთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. მათ შორის თბილისის მაზრაში, ყარაიაზის ოლქში. წამყვანი პარტიების - სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების, “ჰუმმეთის”, ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების კანდიდატებს უპარტიო კანდიდატმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ სოფიევამ აჯობა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან. მის სახელს მიაწერენ არაერთ საქმეს. მათ შორის, მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას. 

კრწანისი-შინდისის მაგისტრალზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

კრწანისი-შინდისის მაგისტრალზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

26 ივლისი, 2018

კრწანისის რაიონში, ტაბიძის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 64 კვადრატული მეტრის ფართობზე რკინა-ბეტონი, 34 კვ.მ-ზე კი, ლითონის მოაჯირი მოეწყობა. კრწანისი-შინდისის დამაკაშირებელ მაგისტრალზე, რომელზეც...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი